ნანი ბრეგვაძე  –  საქართველოს სახალხო არტისტი.

უსაზღვრო ნიჭი, საოცარი სინაზე, დამახასიათებელი არტისტიზმი, ხელოვნებისადმი სიყვარული და, რაც მთავარია, კაცთმოყვარეობა, რომელიც მის თითოეულ სიმღერაში იგრძნობა, დღესაც იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს და სცენის დედოფლად აქცევს მას. ნანი ბრეგვაძის სიმღერებზე არა ერთი თაობა აღიზარდა და ბევრი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო.

19591964 წ –  საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რერო“-ს სოლისტი.

1964   – ორი თვის განმავლობაში პარიზში, მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზში “ოლიმპია“ სრული ანშლაგით მართავდა კონცერტებს. 

1964   – პარიზიდან დაბრუნების შემდეს მიიწვიეს ანსამბლში “ორერა”, სადაც 15 წელი მღეროდა.

1974 წ –  მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

1980 წ –  დაიწყო სოლო კარიერა.

2001 წ – ნანი ბრეგვაძის სახელობის ვარსკვვლავი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა.

ეკა მამალაძე – მომღერალი

1980იანი წლებიდან გამოდის როგორც სოლო, ასევე საანსამბლო შესრულებით. იგი მრავალი წელია ქართული სცენის კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება. აღსანიშნავია მისი არაჩვეულებრივი სიმღერების ციკლი თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

1998წ – ღირსების ორდენი

2000წ – საქართველოს სახელმწიფო პრემია

სტეფანე მღებრიშვილი – მუსიკოსი, მომღერალი.

მომღერლის შესრულების მანერა და ხმის გამორჩეული ტემბრი შეუმჩნეველი არავის დარჩენია და უკვე მრავალი წელია სრულიად საქართველოს მოსახლეობის სიყვარულით სარგებლობს.  1998 წლიდან დღემდე მრავალი სინგლის, ვიდეორგოლისა და ალბომის ავტორია. იგი საქართველოში ერთ-ერთ გემოვნებიან ვარსკვალავად ითვლება.

2010 წ პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც დაიპყრო MTV Europe.

2011  მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia

2011  მიწვეულ იქნა ქართულ მიუზიკლში ქეთო და კოტე ერთ-ერთ მთავარ როლზე.

2013 წ მეგა  შოუ ვოისი“- მწვრთნელი.

2014 წ  რადიო ჰოლდინგ ფორტუნას მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე ოქროს ტალღა  დასახელდა წლის მომღერალ კაცად“.

20172018 წწ  რეიტინგული მეგა შოუ იქს ფაქტორი -სა და პროექტ ნიჭიერი-ს ჟიურის წევრი.

ნათია თოდუა – მომღერალი

2017 წლის 17 დეკემბერს გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული. გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან.

2017 წლის 29 დეკემბერს იგი დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე . 

ზურა მახნიაშვილი (დაიბადა 1971 წლის 20 ივნისს) პროდიუსერი, კომპოზიტორი, ხმის რეჟისორი და საქსაფონისტი. მან გააფორმა არა ერთი სატელევიზიო, რადიო პროექტი და ფილმი, დაუწერა მუსიკა არა ერთ მომღერალს; მისი კარიერის განმავლობაში მან 4000-ზე მეტი მუსიკალური არანჟირება გააკეთა.

ალექსანდრე ჭაუჭიძე ახალგაზრდა ქართველი პიანისტ-ფლეიტისტ-კომპოზიტორი.
 
საქართველოს პრეზიდენტის და ვ. სპივაკოვის სახელობის სტიპენდიანტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული.
 
2011 წლიდან სწავლას განაგრძოს საფრანგეთში ჯაზ-პიანო-არანჟირების განხრით.
მრავალგზის მიწვეული იყო საქველმოქმედო კონცერტებით გერმანიაში, როგორც პატარა ვირტუოზ  ფლეიტისტი;
მრავალი მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული.
1995 წელს – საფრანგეთის საელჩოს და აღმშენებლობის კორპორაცია GHF-ის პრიზი “არტისტიზმისთვის” და “პატარა ვირტუოზი”.
2003 წელს – ბეთჰოვენის სახელობის საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და ა.შ.
1994 წელს მიანიჭეს ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება;
2004 წელს გახდა თბილიის მერიის ბიგ-ბენდის პიანისტ-ფლეიტისტი.
2006 წლიდან მიიწვეულია თბილისის ბალეტისა და ოპერის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის ფელიტისტად.
 
სხვადასხვა წლებში ალექსანდრე აკომპანირებდა ისეთ ცნობილ ოპერის მომღერლებს, როგორებიც არიან პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი, მონსერად კაბალიე მათი საქველმოქმედო კონცერტების დროს საქართველოში.
 
ამჟამად აქტიურად გააცნობს ქართულ მუსიკას ფრანგულ საზოგადოებას თავის ვოკალურ-ინსტრიმენტალური ჯგუფ “ლაზის” სახით, სადაც იგი არის მოხალისე მასწავლებელი და საფრანგეთში დაბადებულ ქართველ ბავშვებს ქართულ სიმღერას ასწავლის.

მიშო სულუხია – მომღერალი

საზოგადოებამ მიშა სულუხია პროექტ ,,ვარსკვლავების აკადემიიდან“ გაიცნო. მანამდე იყო ,,ნუცას სკოლა“, შემდეგ კი ,,x ფაქტორის“ სცენა.

ანანო გელოვანი – ახალგაზრდა დიზაინერი
მოდის ინდუსტრიაში აქტიურად 2017 წლის დეკემბერში გამოჩნდა და მაშინვე წარმატებით მიიპყრო უამრავი ქალბატონის ყურადღება. 
სხვა დიზაინერებისგან მას საკუთარი ხელნაკეთი მატერიები გამოარჩევს და მისგან შექმნილი თითოეული ნივთი თუ სამოსი არის განსხვავებული, ორიგინალური და თანამედროვე ტენდენციების.
 
2017 წლიდან აქვს საკუთარი Anano’s Handmade სალონი
აჩიკო ბერიძე – მომღერალი
ჯგუფი „ალილოს“ წევრი. ვარნის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი. წლების მანძილზე იყო ანსამბლ „ლაშარის“, ტრიო „ქალაქურისა“ და „აკორდის“ წევრი. აგრძელებს სოლო კარიერას.

გურამ ბაღდოშვილი – შეფმზარეული

გურამ ბაღდოშვილი პორტუგალიაში საკმაოდ პოპულარული მზარეულია. იგი 15 წელი პორტუგალიის მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფმზარეული იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველაზე რეიტინგული კულინარიული გადაცემის, „ჩემი სამზარეულოს წესები“ ჟიურის წევრი და წამყვანი გახლდათ.

2018 წელს გურამ ბაღდოშვილი “Gault&Millau georgia“-მ დაასახელა წლის საუკეთესო შეფმზარეულად.

მირიან ჯეჯელავა – ახალგაზრდა მსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი. მისი მოღვაწეობის დიდი ჩამონათვალი გვარწმუნებს, რომ ის მართლაც მრავალმხრივ ნიჭიერია.