• ტელ: +995579777733
Events Lux

Events Lux

ივენთ კომპანია
Events Lux

Events Lux

ივენთ კომპანია
Events Lux

Events Lux

ივენთ კომპანია
Events Lux

Events Lux

ივენთ კომპანია
3 მაისს, პარიზში, მდინარე სენაზე, გემზე „Le Diamant Bleu“, გაიმართება ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო, რომლის  განსაკუთრებული სტუმარი, ლეგენდარული  ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძეა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, გერმანული ვოისის გამარჯვებული ნათია თოდუა, მიშა სულუხია, პაატა ანდრიაძის ბენდი, აჩიკო ბერიძე, ზურა მახნიაშვილი და მსახიობი დუტა სხირტლაძე. ახალგაზრდა დიზაინერი ანანო გელოვანი წარმოადგენს ხელნაკეთი ქსოვილებით შექმნილი სამოსის ჩვენებას,  იუველირ-დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი კი თავისი ექსკლუზიური სამკაულების ულამაზეს კოლექციას გამოფენს. 
 
საღამოზე მაქსიმალურად იქნება წარმოჩენილი საქართველო, როგორც დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი ქვეყანა და ტურისტულად საინტერესო ლოკაცია. კონცერტი წარიმართება საქართველოს გაცნობითი ხასიათის ფილმის ჩვენების ფონზე. ვახშამზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო, მინერალური წყალი და ქართული ნუგბარი.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია Gault et Millau გო’ე’მიო, ფრანგული, მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული გზამკვლევი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კვების სტანდარტებს მსოფლიო მასშტაბით. კომპანია მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი, რომელთა რიგებშიც 2017 წლიდან საქართველოცაა.  3 მაისს, გო’ე’მიო თავის სამშობლოში სტუმრებს უმასპინძლებს ქართული ვახშმით, რომელსაც გო’ე’მიოს ტიტულის მფლობელი შეფები წარადგენენ. წლის საუკეთესო ქართველი შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა შეფები ნიკოლოზ მეტრეველი და ილია ბენაშვილი, რესტორან ბიოლის შეფ-კონდიტერი ხათო ბაკურაძე და რესტორან შუხმანის შეფ-მზარეული ლაშა კენჭაძე ექსკლუზიურად ამ ღონისძებისთვის ქართულ გემოებზე შექმნილ კერძებს წარმოგვიდგენენ.
 
აღნიშნული ღონისძიება კომპანია „ივენთ ლუქსი“-სა და საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინი“-ს ორგანიზებით ხორციელდება. ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დაეხმაროს მომავლის შექმნაში, სწავლასა და პროფესიის შეძენაში. ოჯახის სითბოს მოკლებულებს გაუიოლოს საზოგადოებაში ადაპტაცია, რათა თავი იგრძნონ ამ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
 
მსგავსი ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას.
 
საღამო საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში “გზაჯვარედინი”.
 

დავეხმაროთ მათ ვისაც ჩვენი თანადგომა ნამდვილად სჭირდება და ერთად შევუწყოთ  ხელი ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვრებს გარეთ.

 

მის: 6 quai Jean Compagnon 94200 Ivry sur Seine

გემზე სტუმრების შეშვება დაიწყება: 19:30

დრო და თარიღი

3 მაისი 2019
@20:00

ადგილი

მდინარე სენა
პარიზი, საფრანგეთი

ბილეთები

შეიძინეთ ბილეთები დაუვიწყარ საღამოზე

200

სექტორი 2

160

სექტორი 3

EventsLux-ის შესახებ


„ივენთ ლუქსი“ ქართულ-ფრანგული კომპანიაა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პრემიუმ კლასის ღონისძებების ორგანიზება თბილისსა და პარიზში.



Le Diamant Bleu


Le Diamant Bleu სპეციალურად ღონისძიებებისათვის შექმნილი გემია (70X10მ), რომელსაც აქვს 450კვ.მ სიდიდის თანამედროვე ოთახი, 2,5 მეტრიანი 34 ფანჯარა პანორამული ხედით. მდინარის “სიმდიდრე”, რომელიც მუშობაში 2014 წელს ჩაეშვა, ნებისმიერ ღონისძიებას თანამედროვეობასა და პრესტიჟს შემატებს. გემი შეესაბამება და აკმაყოფილებს, როგორც დახურული საღამოების (ქორწილი ან დაბადების დღე), ისე საქმიანი შეხვედრების (ბიზნეს სადილი, სემინარი, ან გალა საღამო) ჩასატარებლად აუცილებელ ყველა მოთხოვნას. თქვენ აუცილებლად ისიამოვნებთ მისი მოქნილი სივრცით, არაჩვეულებრივი აკუსტიკითა და ნახევრად გადახურული ტერასით.

 



პარტნიორები

ივენთის მისამართი

  • ივენთის ადგილი
    6 quai Jean Compagnon 94200 Ivry sur Seine, Paris, France
  • ტელეფონი:
    +33631144408
  • ელ-ფოსტა:
    info@eventslux.com

Directions

Get Directions

Enter Destination From under Get Directions and Click on Get Directions Button.

დაგვიკავშირდით